დათვისებრნი, ძუძუმწოვრების ოჯახი მტაცებელი
რიგისა. აერთიანებს თანამედროვე მტაცებლების ყველაზე დიდი ზომის
სახეობებს. ზოგი ეგზემპლარის სხეულის სიგრძეა 3 მ, წონა 750-1000 კგ. აქვთ
ხშირი ბალნით შემოსილი მასიური სხეული, მძლავრი კიდურები, დიდი თავი,
პატარა ყურები და მოკლე კუდი, თათებზე ხუთ-ხუთი თითი, მაგარი და ბლაგვი
ბრჭყალები. მეტწილად ერთი ფერისანი არიან - თეთრი, მურა, შავი, რუხი. ზოგს
ყელზე და მკერდზე თეთრი ხალი აქვს. ბინადრობენ ევროპაში, აზიაში,
ჩრდილოეთ-დასავლეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში; უმრავლესობა
- უღრან ტყეში, ზოგი ღია ადგილებში, ერთი სახეობა- არქტიკაში, სადაც
აღწევს ყინულოვან ველებს. თეთრი დათვი ცოცხლობს 30 წლამდე, მურა დათვი -
45 წელზე მეტს. გამოსადეგია დათვის ხორცი, ტყავი, ცხიმი. ზოგან ისინი
ზიანს აყენებნ ნათესებს, მეფუტკრეობას, მეცხოველეობას. ოჯახში შვიდი
ს
... კითხვის გაგრძელება »