მონადირე ლეკვის არჩევა - 18 იანვარს 2010 - #1 მონადირეების საიტი
 
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
სანადირო ადგილები [1]
სანადირო იარაღები [8]
ნადირი [6]
სანადირო გაკვეთილები [2]
მონადირე ძაღლები [1]
სანადირო აღრჭურვილობა [3]
სანადირო ვიდეოები [2]
ჩვენი გამოკითხვა
გიყვართ ნადირობა?
სულ პასუხი: 203
  მთვლელები

ძებნა
რეკლამა

· RSS 25.10.2014, 17:22

მთავარი » 2010 » იანვარი » 18 » მონადირე ლეკვის არჩევა
17:40
მონადირე ლეკვის არჩევა
http://graphics8.nytimes.com/images/2006/12/28/business/28dog.xlarge1.jpg
მონადირე ლეკვის არჩევა

მას შემდეგ, რაც ხანგრძლივი ფიქრის შედეგად გადაწყვეტთ, თუ რომელი ჯიშის ძაღლი შეეფერება თქვენს ბუნებას და გემოვნებას, მაშინვე იწყებთ ფიქრს იმაზე, რომელი სქესის ლეკვი აიყვანოთ - ძუ თუ ხვადი?

ძუ ძაღლი მოსასვლელად უფრო ადვილია. მშვიდი, რბილი და თვინიერი ხასიათისაა. თავის ადგილს მყარად და სწრაფად ეჩვევა. ბინიდან არ გარბის, ადვილად ადვილად იწაფება და იგეშება. მინდორში დამჯერია. თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ხურვადობის, მაკეობის და ლეკვიანობის პერიოდში. ამ დროს მისი მინდორში გაყვანა და ნადირობა მიზანშეწონილი არ არის.

ხვადი ძაღლი ბინაში შესანახად შედარებით ძნელია. სქესობრივი ლტოლვის დროს ხშირად სახლიდან გარბის. სისუფთავეს ბინაში უფრო გვიან ეჩვევა. ზოგჯერ ივლენს ჯიუტ და ურჩ ხასიათს, მინდორში აზარტულია. აქვს ძლევამოსილი დაუოკებელი ნადირობის ჟინი და აზარტი. მთელი წლის განმავლობაში შესაზლებელია სანადიროდ წაყვანა.

სქესს რომ გადაწყვეტთ ჯერი უკვე თვითონ ლეკვის არჩევაზეა. რით ვიხემძღვანელოთ? მხოლოდ და მხოლოდ სამი ძირითადი პრინციპით:

პირველი – ლეკვი უნდა იყოს ჯიშიანი, წმინდა სისხლის. გულდასმით და ზედმიწევნით უნდა გადაისინჯოს და შესწავლილ იქნეს მისი საგვარეულო - უშუალო შორეული წინაპრების ექტერიელური მონაცემები და სანადირო თვისებების მაჩვენებელი.

სასურველია საველე გამოცდის ქულათა ანალიზი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ყნოსვის გრაფებს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მიახლოებით მაინც წარმოდგენა ვიქონიოთ ლეკვის მომავალ ყნოსვაზე.

აუცილებელია დავადგინოთ ლეკვის მშობლების და წინაპრების ხასიათი, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე მინდვრად. რადგან ლეკვს ხშირად მემკვიდრეობით გადაეცემა ესა თუ ის ცუდი ზნე, მაგალიტად, თოფის გასროლის შიში. როცა ასეთი ან სხვა მავნე ზნის მატარებელია მშობლები, მაშინ ლეკვის აღზრდისას განსაკუტრებით უნა გამახვილდეს ყურადღება და მიღებულ იქნას პროფილაქტუკური საგანგებო ზომები მათი განვითარების საწინააღმდეგოდ.

ყოვლად დასაგმობია და დაუშვებელი სანადირო ძაღლის ლეკვის აყვანა უცნობი მწარმოებლიდან ან მეტისისა, როგორი კარგი სამონადირეო თვისებებით არ უნდა იყვნენ მისი მშობლები დაჯილდოებული, რადგანაც მეტად საეჭვოა ამგვარ ლეკვს გამოჰყვეს მშობლების დადებიტი თვისებები. ექსტერიერზე საერთოდ არ ღირს საუბარი; რადგან არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს. ასეთი ლეკვის გაზრდა მხოლდ „ წყლის ნაყვაა".

მეორე – ლეკვი უნდა იყოს თავისი ჯიშის ტიპური წარმომადგენელი. იგი გარეგნუკად მინიატურულ ფორმებში უნდა ატარებდეს კონკრეტული ჯიშის ყველა დამაასიათებელ ექსტერიერულ ნიშანთვისებებს. მართალია, ლეკვს არ შეიძლება ჰქონდეს სრულიად ჩამოყალიბებული სხეულის ნაკვთები, მაგრამ ასაკტან შეფარდბით ყოველ მხრივ პროპორციული უნდა იყოს. ლეკვის კარგ განვითარებაზე მეტყველებს მისი მეტ-ნაკლებად ჩასუქებულობა, სადა და მზინავბეწვიანი ფაფუკი საფარი, თან ნაოჭებს რომ იკეთებს ისეთი.

ლეკვებში სხეულის აგებუელბით საკმაოდ კარგად უნდა განირჩეოდეს ძუები ხვადებისაგან. ხვადები უფრო დიდი, მასიური, ჩაფსკვნილი ტანისანი არიან, ძუები კი პირიქით, მომცრონი, ტანად პატარა, ნაზი, სუსტი აგებულების. საერთოდ ლეკვის ტანის სიდიდეს დიდი მნიშვნელობა არა აქვს მომავალი ძაღლის ჩამოყალიბებაში.

ბუდობაში ყველაზე დიდი ლეკვი ზოგჯერ ისე ჩამორჩება ხოლმე ზრდაში და მომცრო ძაღლად გაიზრდება და, პირიქით, პატარა, სუსტი ლეკვისაგან ტანმაღალი ჩაფსკვნილი ძაღლი ჩამოყალიბდება. ეჭვგარეშეა ძაღლად ფორმირებაში, მის ზრდაზე და ექტერიერული მონაცემების გამოკვეთაში, შთამომავლობითი გენების გარდა არანაკლებ მნიშვნელოვანია რაციონალური მოვლაპატრონობა. მახსენდება ამბავი, როდესაც მეგობარმა მეგობარს შესანიშნავი პოინტერის ძუ ლეკვი აჩუქა.

ლეკვი ტანად პატარა, სუსტი, მოწრუპული და შეუხედავი იყო, გავიდა დრო, ლეკვს მოვლას და ზრუნვას არ აკლებდნენ. ამ შეუხედავი ლეკვიდან არაჩვეულებრივი აღნაგობის და სილამაზის ძაღლი მსოფლიო ჩემპიონობის კანდიდატი ლედი გაიზარდა. აქვე დავსძენთ, რომ იმ ბუდობიდან, საიდანაც ლედი იყო აყვანილი, არც ერთი ღირსეშანიშნავი ზაღლი არ გაზრდილა, თუმცა მათში საკმაოდ ტანადი და მსხვილი ლეკვები ერივნენ. ასეთი მაგალიტების მოყვანა ,რავლად შეიძლება.

ლეკვის არჩევისას ყურადსაღებიამის ბეწვის საფარველის ფერი. ნებისმიერი ჯიშის ლეკვი თუ არასტანდარტული ფერისაა დაწუნებული უნდა იყოს და აღსაზრდელად არ უნდა აიყვანოთ, რა რიგ გამოცენილი საგვარეულოს წარმომადგენელიც არ უნდა იყოს.

ლეკვის ფერის მიხედვით არჩევა მთლიანად მომავალი პატრონის გემოვნებაზეა დამოკიდებული, მთავარია ლეკვი ფერით ჯიშს შეესაბამებოდეს. საერთოდ ლეკვის ტანზე ფერადი ლაქების განლაგება არ უნდა მიექცეს დიდი ყურადღება, გამოფენაზე ამას არვითარი მნიშვნელობა არ ენიჭება, თუმცა სიმეტრიულად განლაგებული სხვადასხვა მოყვანილობის ფოთლები თავისებურად ლამაზია და მნახველის თვალს ახარებს. ძაღლის ფერს გარკვეული მნიშვნელობა ნადირობისას აქვს. მაგალითად, ღია და ამლაყი ფერი უფრო შესამჩნევია მინდორ-ველად, ბუჩქნარ-ჯაგებში, მითუმეტეს ბინდში. ბინაში მოსასვლელად კი უქი ფერის სჯობია, რადგან ნაკლებად ჭუჭყიანდება.

საერთოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ლეკვს ფერი ზრდასთან ერთად ეცვლება, ღია ფერის ლაქები უფრო მუქი ხდება, თეთრ ფონზე ხშირად პატარა ლაქები და ქინქკლები ჩნდება. ზრდასთან ერთად ლეკვს თვალის ფერიც ეცვლება. ორი წლის ასაკამდე თანდათან უმუქდება. ამიტომ მარტო თვალის ფერის გამო მისი დაწუნება არ ღირს.

მესამე – ჯანმრთელი ლეკვი კარგი ძაღლის ჩამოყალიბების საწინდარია, ხოლო უსუსური რა გაიზრდება არავინ იცის. ამიტომ ლეკვი უნდა იყოს ყოველმხრივ ჯანმრთელი, ფიზიკურად კარგად განვითარებული, თავისი ასაკის შესაბამისი ზომა-წონის, სიცოცხლით სავსე, მოძრაობაში მოქნილი, მარდი, ღორმუცელა და მსუქანი.

ლეკვის არჩევისას განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ თანდაყოლილ სიმახინჯეებზე ან ლეკვობისას შეძენილ ტრამვულ დაზიანებებზე. გულდასმით უნდა გაისინჯოს კბილთაყრა, ყბების მდგომარეობა. დედისგან მოსაცილებლად გამზადებულ ლეკვს ამოსული აქვს ყველა სარძევე კბილი, ამიტომ კარგად ჩანს მათი დაბრეცილობა და ოკრო-ბოკრო განლაგება, ყბების არასწორი განვითარება, ეს ისეთი სიმახინჯეებია, რომ მათი გამოაშკარავების შემთხვევაში ლეკვის გაზრდაზე ლაპარაკიც არ შეიძლება. უფრო მეტიც ასეთი ლეკვი უნდა განადგურდეს. ასევე არ შეიძლება კუდმოტეხილი ლეკვის აყვანა.

ჭიპის თიაქარი ბევრ ლეკვს აქვს. რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნო არ არის, მაგრამ მისი მორჩენა ადვილია, ამიტომ მხოლოდ ამ მიზეზით ლეკვი არ დაიწუნება.

გაცილებით პრობლემურია რაქიტი, თუმცა მისი მკურნალობაც შეიძლება კარგი ნოყიერი კვებით და პროფილაქტიკური ზომების მიღების შედეგად. თუ ლეკვი ყოველმხრივ მოგეწონათ კარგი საგვარეულოს მქონეა, რაქიტის დაწყებითი ფორმების გამო ნუ დაიწუნებთ, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული მისი გამოჯანმრთელება.

ლეკვის შეძენის მსურველს როგოც წესი, ბევრი მრჩეველი, მრავალნაცადი, ყოვლისმცოდნე დამხმარე აღმოუჩნდება ხოლმე. ყველა მათგანმა ლეკვის ამორჩევის განსაკუტრებული მეთოდი იცის, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ერთი მათგანი მთელ ბუდობას სკამზე დასვამს და ხელის მსუბუქი კვრით პარტყა-პურტყით სკამიდან სათითაოდ გადმოყრის. ამ დროს შესაძლებელია რომელიმე ლეკვი შემთხვევით სკამის კიდეს წაეპოტინოს და ჩამოეკიდოს. თურმე ეს ყველაზე კარგი ლეკვია ბუდობაში და არჩევანიც მასზე უნდა გაკეტდეს. მეორე განსწავლული ლეკვის სასას და ხახას ათვალიერებს გულდასმით და ამტკიცებს, რომ ლეკვად ის სჯობს, რომელსაც სასა და ხახა მუქი აქვს. მესამე ტაშს უკრავს ან გასაღებს აჩხაკუნებს და თუ რომელიმე ლეკვმა ყურები დაცქვიტა, სწორედ მას ურჩევს გასაზრდელად. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ლეკვის ასეთი უცნაური, პროცედურებით არცევა არ შეიძლება. ლეკვის აყვანა მიზანშეწონილია მხოლოდ მცოდნე კინოლოგისრჩევა-დარიგებით და ზემოტ აღნიშნული სამი პრინციპის გათვალისწინებით.


კატეგორია: მონადირე ძაღლები | ნანახია: 496 | დაამატა: egnate | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 nadiroba   (18.02.2011 11:44)
mitite cyaro sadanac aige es info

სახელი *:
Email:
კოდი *:
Copyright MyCorp © 2014
Create a website for free